42° პარალელი
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით არ შევა, არამედ როგორც ახალი ისრაელის ჩამოყალიბების გამო, რომელიც არსებითად განსხვავებულია იმ ისრაელისგან, რომელსაც დავიდ ბენ გურიონმა ჩაუყარა საფუძველი. იმის გასაგებად თუ რას ემყარება ნეთანიაჰუსა და შესაბამისად ლიკუდის პოლიტიკური ხედვები და რაში მდგომარეობს მათ მიერ ისრაელის ტრანსფორმაცია, საჭიროა სიონისტური მოძრაობის საწყისებს დავუბრუნდეთ.