რევაზ თაბუკაშვილის ალბომის გადაცემა არქივისთვის

ეროვნულ არქივს ქართველი მწერლის , დრამატურგისა და სცენარისტის, რევაზ თაბუკაშვილის არქივის მასალა შეემატა. ლაშა თაბუკაშვილმა ეროვნულ არქივს  ოჯახში დაცული რევაზ თაბუკაშვილის კუთვნილი საარქივო მასალა და გამოცემები გადასცა, მათ შორის არის ვიტორიო სელას მიერ მე- 19 საუკუნის ბოლოს რაჭასა და სვანეთში გადაღებული ფოტოები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების ავტორობით უცხოეთში გამოცემული წიგნები და პუბლიკაციები.

საარქივო წესით აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ რევაზ თაბუკაშვილის არქივი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.