რევაზ ამაშუკელის იუბილე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პოეტ რევაზ ამაშუკელს სახლში ეწვია და 85 წლის იუბილე მიულოცა. რევაზ ამაშუკელი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია, მისი ლექსები 1957 წლიდან იბეჭდება. დაჯილდოებულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობისა და ღირსების ორდენით. არის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მოამბე