რესტავრირებული ქართული ფილმები

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ათამდე საარქივო დოკუმენტური ფილმის რესტავრაცია დასრულდა.

ფილმებს შორისაა „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, „ფიროსმანი“, „ჟამი შეკრებად ქვათა“ და სხვები. დოკუმენტური მასალა ორიგინალი ფირებიდან 4K ფორმატის აპარატურით დასკანერდა, რაც მაღალი დონის ციფრული რესტავრაციის საშუალებას იძლევა. განახლებული ფილმების ონლაინ-ჩვენება ეროვნული არქივის „ფეისბუქ“-გვერდზე იგეგმება.