რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. კონფერენცია რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. მან რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საქმიანობა მიმოიხილა, ხოლო  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯოზეპ გარელმა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კონფერენციის სამუშაო პროცესში, ჩართულები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, ასევე – საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები. კონფერენციის ფორმატის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც.