რეორგანიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი, სავარაუდოდ, სამ თვეში დაიწყება.

კლინიკის თანამშრომლებთან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმებულებს კომპენსაციის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. მათ შორისაა სხვა საავადმყოფოში დასაქმება, ან სხვადასხვა ვადით ფულადი კომპენსაციის გაცემა. პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, რაც დღევანდელმა აქციამაც დაადასტურა. კლინიკის თანამშრომლების ნაწილი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ თანხმდება და ეჭვი აქვს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა არსებობას საერთოდ შეწყვეტს. საავადმყოფოს არსებული კორპუსების რეაბილიტაცია და ან მშენებლობის პროცესში სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა მთავარი მოთხოვნაა. კლინიკაში დასაქმებულთა ნაწილი აქციების ჯანდაცვის სამინისტროსთან გაგრძელებას აანონსებს.