რელიგიის სააგენტოს პროექტი

ტრენინგი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო. საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს რელიგიის თავისუფლების, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის, შესაბამისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მაგალითების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სასწავლო კურსი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში ხორციელდება.