რეკრუტების ფიცის დადება
ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 13 წლისაა. საიუბილეო ღონისძიებაზე ცენტრში მომზადებულმა რეკრუტებმა ფიცი დადეს.
იუბილესთან დაკავშირებით, ცენტრის პირადი შემადგენლობა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. სამხედროებმა, ცენტრის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს.
ღონისძიებას ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.