რეკრეაციული სივრცე სამგორში

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. პროექტი ვარკეთილის ზემო პლატოზე, თრიალეთისა და მაჭავარიანის ქუჩების მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული 40 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საპარკინგე ადგილები, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოები დღეს თბილისი მერმა დაათვალიერა.