რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში 

21:45, 01.07.2025

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო ზომებს იღებენ.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთში, სადაც სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დახურეს. პარიზში განგაშის წითელი, ანუ უკიდურესი სიცხის შესახებ საფრთხის ყველაზე მაღალი დონე მოქმედებს. მსხვერპლია იტალიაში. სიცხეებს ებრძვიან გერმანიაში, პორტუგალიასა და ესპანეთშიც. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მოქალაქეები ექიმებისგან გაფრთხილებას იღებენ. უჩვეულო სიცხეებს თანამდევი მძიმე პროცესებიც ერთვის. ევროპის ცალკეული ქვეყნების მთავრობებს საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა. ანალოგიური სურათი იყო გასული წლის ზაფხულშიც, რის მიზეზადაც სპეციალისტები კლიმატურ ცვლილებებს ასახელებენ.

მსგავსი