რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა

21:09, 25.12.2023

გეგმა გასაჯაროებულია.

ცნობილი ხდება იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომლითაც მმართველი გუნდი ევროკომისიის 12-პუნქტიანი საშინაო დავალების შესრულებას აპირებს. რეფორმები, რომლებმაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა გაუხსნას გზა, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გაატაროს. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე მთავარი პოლიტიკური პროცესი პარლამენტში წარიმართება. გეგმა სამუშაო პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობის და არასამთავრობო სექტორის ჩართვას ითვალისწინებს. დოკუმენტში გაწერილია ვადები და ხედვა, თუ როგორ ესახება ხელისუფლებას ევროკომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც მოახლოებულ არჩევნებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, სასამართლო რეფორმას და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას გულისხმობს.

მსგავსი