რეკომენდაციების შესრულების პროცესი  

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი და მოლოდინი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით – პოლიტიკური სპექტრი პროცესს განსხვავებულად აფასებს.

მმართველი გუნდი მომავალ კვირას გეგმავს დეტალური ანგარიში წარუდგინოს, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულებისთვის და როგორია მათი შესრულების მაჩვენებელი. პრობლემურ საკითხად სახელდება პირველი პუნქტი – დეპოლარიზაცია, რომელზეც „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციურ სპექტრს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ თუ ვინმე არის პასუხისმგებელი პროცესში, პირველ რიგში ხელისუფლებაა, როგორც დეპოლარიზაციის ნაწილში, ისე სხვა პუნქტების შესრულების კუთხით, სადაც მათი შეფასებით რეალური რეფორმები არ განხორციელებულა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის წინასწარი ზეპირი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 12-დან სრულად შესრულებულად ეთვლება სამი რეკომენდაცია, ნაწილობრივი პროგრესია შვიდ პუნქტზე და ერთი მათგანი სრულად შესასრულებელია.