რეკომენდაციების შესრულების გეგმა

თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ გასაჯაროებული გეგმა კრიტიკის საგანი ხდება.

სამოქმედო დოკუმენტს, რომელშიც მთავრობამ ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულების გეგმა და ვადები გაწერა, ოპოზიციის ნაწილი ფასადურ და ზედაპირულ სამუშაოებად აფასებენ. ევროკომისიაში გაგზავნილმა და გუშინ გასაჯაროებულმა გეგმამ ოპოზიციური ძალების ნაწილს კიდევ უფრო გაუმყარა პოზიცია, რომ ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. განსაკუთრებული აქცენტი იმ პუნქტებზე კეთდება, რომლებიც არჩევნებს და სასამართლო რეფორმას ეხება. ამ კონტექსტში ოპოზიცია მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის დასკვნებს ახსენებს.

ნეგატიურ რეაქციებს უსაფუძვლო ისტერიად მიიჩნევს „ქართული ოცნება“. მმართველი პარტია ოპონენტებს 2022 წლის გამოცდილებაზე მიუთითებს და ოპოზიციის სრულ შემადგენლობას სამუშაო ჯგუფებში იწვევს.