რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება
„ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისლამაბადის შეთანხმების შედეგად დამყარებული სიმშვიდის წყალობით მთელმა მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა.