რეინჯერთა დღე

საქართველოში დღეს მსოფლიო რეინჯერთა დღე აღნიშნეს. ღონისძიება საბადურის ტყეში გაიმართა. რეინჯერებს მსოფლიო დღე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება იმ რეფორმებზე გამახვილდა, რომელიც ბოლო წლებში რეინჯერებისთვის პირობების გაუმჯობესების კუთხით გატარდა.