რეინჯერების პროფესიული დღე 

18:35, 30.07.2026

დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა. რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს.

მსგავსი