რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას, ყურადღება რეინჯერების ელიტური ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და საპასუხისმგებლო მისიაზე გაამახვილა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ევროპული სტანდარტების შესაბამისად ახლად გარემონტებული და აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოინახულა. ლევან იზორია საჩვენებელ ტაქტიკურ სწავლებასა და რეინჯერების მიერ შესრულებულ ხრიდოლის საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრო. მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა.