უკვე 11 დღეა საქართველოში სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტიკის საგნების რეალიზაციაზე შეზღუდვები ამოქმედდა. საუბარია ერთჯერადი ჭურჭლის, კონტეინერების, თავსახურებისა და სხვა პლასტიკის საგნების იმპორტზე, აკრძალვები ეტაპობრივად დაწესდება, ახალ რეგულაციებზე მოსარგებად კი ბიზნესკომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცემათ, თუმცა, მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ საკანონმდებლო აკრძალვებით, 2030 წლისთვის საქართველოში პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება დასრულდება.