რეგულაციები მარიხუანაზე - შს მინისტრის პოზიცია

მარიხუანას შესახებ მომზადებული ინიციატივების შესახებ,  დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ვიცე-პრემიერის პოზიციით, მარიხუანას მოხმარების რეგლამენტირების მიმართულებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს და ცვლილებები აუცილებლად უნდა გატარდეს. რაც შეეხება საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-დამზადების ინიციატივას, ამ მიმართულებით მინისტრი ამბობს, რომ კონსულტაციები გააგრძელდება.