რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით

რევოლუციური გარღვევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია „ოფენ აის“ ახალმა ჩეთ-ბოტმა და „მაიქროსოფთის“ სასაუბრო „ბინგმა“ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალი რბოლა გამოიწვია, რომელმაც შესაძლოა სამუშაოს მომავალი შეცვალოს. ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი ახალ შინაარსს ქმნის, რაც ნიშნავს, რომ მას ადამიანის დავალებების და ბრძანებების შესრულება შეუძლია. საუბარია ნოემბერში „ოფენ აის“ მიერ ამოქმედებულ პროგრამულ აპლიკაცია „ჩეთ ჯიპიტზე“, რომლის შესაძლებლობების განახლებისა და გაზრდისთვის ცოტა ხნის წინ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინტერესთან ერთად იზრდება ინვესტიციებიც. კომპანია „მაიქროსოფთმა“ ლაბორატორია „ოფენ აის“ 2019 წლის შემდეგ 11 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიაწოდა.