რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში

პროტესტის ფონზე მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი.

მშობლების ნაწილმა შვილების სასურველ ბაღში დარეგისტრირება ვერ მოახერხა. მოქალაქეებს პრეტენზიები ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდის მიმართ აქვთ. მშობლების ნაწილის მტკიცებით, საიტი ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც ბავშვების დარეგისტრირება ვერ მოასწრეს. სააგენტოს ხელმძღვანელობა საიტის პრობლემებს გამორიცხავს, თუმცა აღიარებს, რომ ცხრა ახალი შენობის გახსნის მიუხედავად, საბავშვო ბაღებში ისევ ადგილების დეფიციტია.