პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაცია იწყება.
პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში პროფესიულ სასწავლებლებში მიმართვიანობა გაზრდილია. ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მშენებლობა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 102 კოლეჯში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სახელმწიფო აფინანსებს. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის და სტერეოტიპული მიდგომების შეცვლის მიზნით არაერთი პროექტი და აქტივობა ხორციელდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კერძო სექტორი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრების სიმცირეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს.