რეგისტრაცია გამოცდებზე

18:27, 22.09.2025

არაქართულენოვანი სკოლების და სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია, 25 სექტემბერს დაიწყება.

რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზეა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს, დამატებით მიეცათ შესაძლებლობა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით, საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. გამოცდები მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება. ცენტრი პედაგოგებთან საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებასაც გეგმავს.

მსგავსი