რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი

ფოთში, „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნა. ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სპექტაკლები და პერფორმანსები მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და საგამოფენო დარბაზებში ჩატარდება. პროგრამის მიხედვით, ფესტივალი სპექტაკლით „მედეა, გაძევებული“ უნდა შემდგარიყო, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ლონდონელმა მსახიობმა დაუდგენელი მიზეზით, გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამიტომაც, სპექტაკლი სხვადასხვა თეატრის მსახიობებისაგან შემდგარი, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ანტი-მედეათი“ გაიხსნა. რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა.