რეგიონული კონფერენცია
„ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე“ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ორდღიანი რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებას სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, დანიისა და პორტუგალიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციის მიზანია ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე რეგიონსა და ევროპაში მოქმედი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
განიხილავენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე.