რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა
15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები თბილისში.
ეროვნული ბანკისა და „ჯეიპი მორგანის“ თანამშრომლობით საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მრგვალი მაგიდის ფორმატში ეროვნული ბანკების ხელმძღვანელმა პირებმა ყველა ის ძირითადი საკითხზე განიხილეს, რაც რეგიონისა და მსოფლიო საბანკო სექტორში გამოწვევაა. პრობლემებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობის გარდა, ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გამოცდილებაც გაიზარდა. ღონისძიების მონაწილეების სიტყვით მიმართა პრემიერმა. გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა საქართველოს დადებით მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. დისკუსიის მიზანი რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.