რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ვანის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები, სანტა კლაუსთან ფოტოსესია, 18 საათზე კი, ქუჩის მუსიკოსებისა და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ მონაწილეობით კონცერტი დაიწყება. ღონისძიებები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება, ფოიერვერკით დასრულდება.