რეგიონებში დედაენის დღეს აღნიშნავენ

დედაენის დღეს აღნიშნავენ რეგიონებშიც.

ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა. სამცხე-ჯავახეთს სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი თარიღის აღსანიშნად ეწვია.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის კულტურის სახლის კედელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივითა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მხატვარმა მუსია ქებურიამ მოხატა.

პრეზიდენტი ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

დედაენის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვეფხისტყაოსნიდან სტროფებს წაიკითხავენ.