ვერის პარკის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
პარკი, ერთი საუკუნეა თბილისის სავიზიტო ბარათია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომ მისი რეაბილიტაციის დროს პარკის არსებითი შეცვლა არ მომხდარა. რეაბილიტაციის შედეგად, პარკში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე ძაღლების სასეირნო სივრცე და საფეხმავლო ბილიკები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე გამწვანდა ტერიტორია და დაირგო ახალი ნერგები. ვერის რეაბილიტირებული პარკი კახა კალაძემ გახსნა.