რატი ბრეგაძის კომენტარი

იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რატი ბრეგაძე წერს: „პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს. ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ. პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს ალბათ საფლავში ბრუნავს, მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული“, – წერს რატი ბრეგაძე.