რასა იუკნევიჩიენეს განცხადება - შეფასებები 

რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მზია ამაღლობელის ცემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პასუხობს და მას აბსურდულს უწოდებს. მათი განცხადებით, რასა იუკნევიჩიენე ფაქტების დამახინჯებისა და დეზინფორმაციის გზით ცდილობს შექმნას აღქმა, თითქოს კონკრეტულ პატიმარს არ მიეწოდებოდეს სათანადო სამედიცინო სერვისები ან  გარკვეული სხვა ფორმით ხდებოდეს ერთგვარი ანგარიშსწორება. მმართველ გუნდში იხსენებენ მიხეილ სააკაშვილის საქმეს, სადაც „ქართული ოცნების“ თქმით, რამდენიმე ევროპარლამენტარი იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებდა, რაც უმრავლესობის წევრების თქმით, არ დადასტურდა. რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეშია, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ევროპარლამენტარის თქმით, მზია ამაღლობელი  მხედველობას კარგავს და არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა.

იუკნევიჩიენეს თქმით, „საქართველოში დამოუკიდებელი მედია ჩამოშლის პირასაა“.