რეზოლუციის კენჭისყრამდე რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ისაუბრა. მისი განცხადება უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა თბილისში. იუკნვიჩიენეს თქმით, საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხიც შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც უნგრელებმა გააკეთეს. ქართველი ხალხი თუ დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ, ორბანმა წააგო. აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.