რას გეგმავს ოპოზიცია
რა გეგმები აქვს 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციას. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. კონკრეტული გეგმა ამ დრომდე უცნობია. გაცხადებულია მხოლოდ ის, რომ ექსპრეზიდენტის „წინააღმდეგობის პლატფორმა“ 26 მაისის ჩაბარებას გეგმავს, თუმცა, რა ფორმით, უცნობია. ცალკეული პოლიტიკოსები პარლამენტის შენობის პიკეტირებისა და ხელისუფლების პარალიზების შესახებ საუბრობენ, რაც ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის მიუღებელია. პროვოკაციებს არ გამორიცხავს ხელისუფლება და ოპონენტებს აფრთხილებს, რომ არეულობის ნებისმიერ მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.