რა გეგმები აქვს 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციას – დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე ოპოზიციაში არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის შენობის პიკეტირებისა და ხელისუფლების პარალიზების შესახებ საუბრობენ.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ძალადობით ხელისუფლების შეცვლას ემიჯნება და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და ქმედებების ჩადენა მათთვის მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს დღე მშვიდობიანად უნდა აღინიშნოს. ხელისუფლების განცხადებით კი, მიუხედავად გეგმებისა, ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ვერ შეძლებს.