„რანინას“ კონცერტები რეგიონებში

პირველი არხის მეგაპროექტ „რანინას” მონაწილეები საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავენ. ამჯერად საბავშვო კონკურსის მეორე სეზონის გამარჯვებულს და მონაწილეებს იმერეთმა უმასპინძლა. ხონის კულტურის სახლის სცენაზე კონკურსანტებთან ერთად ანსამბლ „შავნაბადას“ წევრებიც იდგნენ. პოპულარული სატელევიზიო შოუს მონაწილეები ხონში მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით ჩავიდნენ.