„რანინა“ საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველ არხზე „რანინა“ მესამე სეზონით ბრუნდება. დღეს, 22:00 საათზე, მაყურებელი მეგაშოუს პირველ დღეს, გადაცემა „აკუსტიკასთანკოლაბორაციას იხილავს.

რანინას“ მესამე სეზონი მარტში უნდა დაწყებულიყო და ფინალი ტრადიციულად 26 მაისს გამართულიყო, თუმცა კოვიდპანდემიის გამო, საქართველოს პირველმა არხმა გადაღებები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადადო და მეგაშოუს მესამე სეზონის მონაწილეებმა გადაცემების ჩაწერები უკვე ვითარების დასტაბილურების შემდეგ განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი „საბავშვო ევროვიზიაში“ მიიღებს მონაწილეობას.

რანინა

აკუსტიკა

 

დატოვე კომენტარი