რამზან კადიროვის განცხადება

რამზან კადიროვის განცხადებით, თუ ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას შეასრულებს. ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის აღნიშნულ სიტყვებს „ეხო მოსკვის“ რედაქცია აქვეყნებს. განცხადებაში კადიროვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის საქართველოში დაკავებას ეხმაურება და მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დარჩება მტრად.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასევე მიმართავს უკრაინულ მხარეს, რომელმაც ინფორმაცია ქართულ მხარეს მიაწოდა, რომ მსგავსი ცნობები მტკიცებულებებთან ერთად გაავრცელონ.