რამ გამოიწვია გეგუთის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლა

15:05, 22.09.2018

რა მოხდა გეგუთის საბავშვო ბაღში და რამ გამოიწვია 26 აღსაზრდელის მოწამვლა. არ არის გამორიცხული, მომხდარი დაბინძურებულ საკვებს უკავშირდებოდეს. მიზეზებს საბოლოოდ სურსათის ეროვნული სააგენტო დაადგენს. შესაბამისი მოკვლევა უკვე დაწყებულია.

ბაღის აღსაზრდელები მკურნალობის კურსს ქუთაისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადიან. ნაწილმა კი საავადმყოფო უკვე დატოვა. ბავშვები ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მოინახულა.

თემაზე საუბარს ახლა ირმა ჭოლაძე განაგრძობს – როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ხდება სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში, სადაც შემთხვევა მოხდა.

 

მსგავსი