რაგბის მსოფლიო თასის მატჩები

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბიში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს ოთხი მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობების გამო ერთი შეხვედრა არ შედგა.

ჩატარებული შეხვედრებიდან ყველაზე გადამწყვეტი იაპონიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი იყო, რომელიც მოულოდნელად, იაპონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 28:21 დასრულდა და ამ მოგებით მასპინძლებმა მეოთხედფინალური საგზური მოიპოვეს. დანარჩენ შეხვედრებში ტონგამ ამერიკას სძლია 24:7, ხოლო უელსმა ურუგვაი ანგარიშით 35:13 დაამარცხა.

მეოთხედფინალური მატჩები 19 ოქტომბერს გაიმართება.

რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.