რაგბის მსოფლიო თასი - იტალიამ კანადა დაამარცხა

იტალიამ კანადა დაამარცხა და ლიდერობას ინარჩუნებს.

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც იტალიამ კანადა 48:7 დაამარცხა და B ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს.

მატჩმა მთლიანად ევროპელთა უპირატესობით ჩაიარა. ჩრდილოამერიკელებმა პირველი ქულების მოპოვება მხოლოდ 70-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც იტალია უკვე 36:0 იგებდა. დღეს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 45:7 დაამარცხა.

ინგლისმა ბონუს ქულა აიღო და B ჯგუფის სათავეში ადგილი განიმტკიცა. ხვალ ტურნირზე დასვენების დღეა.  28 სექტემბერს კი მსოფლიო თასი არგენტინა ტონგას მატჩით 8 საათსა და 45 წუთზე განახლდება.

რაგბში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.