რაგბის კავშირის ყრილობა

რაგბის კავშირის 2019 წლის მორიგი ყრილობა მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ყრილობაზე რაგბის კავშირის თავმჯდომარე არ იქნება, გამგეობამ საერთო კრების თავმჯდომარედ აღმასკომის წევრი გოჩა მაჭავარიანი აირჩია.

დღის წესრიგში სამი მთავარი საკითხია. რაგბის კავშირის ანგარიშის მოსმენა, 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენა და ეროვნული ნაკრების მსოფლიო თასისთვის მზადების შესახებ კრების წევრების ინფორმირება.

ეროვნული ნაკრები რამდენიმე დღის წინ ინგლისში გაემგზავრა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთობლივი ვარჯიშები უნდა გამართოს.

რაგბი ევროპის ეგიდით ბელგიასთან გასამართ დაპირისპირებამდე მილტონ ჰეიგის გუნდი მზადებას დიდ ბრიტანეთში განაგრძობს.