სტეფანწმინდამ სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა. ტურნირში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა 14-მა კლუბმა და 300-მდე ახალგაზრდა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი ტრადიციულია და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მორაგბე ძმების, ნუკრი და ვასკა წიკლაურების ხსოვნას ეძღვნება. მონაწილე გუნდები და მოთამაშეები სპეციალური თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.