რაგბი - უელსმა საფრანგეთი დაამარცხა

უელსმა საფრანგეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. პირველში ერთმანეთს საფრანგეთისა და უელსის ნაკრებები ხვდებოდნენ. უელსის მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა იქნება, რომელმაც თითქმის ბრძოლის გარეშე მასპინძლები, იაპონიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 26:3.

რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.