საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ტიტული ჩაიბარა. „ბორჯღალოსნებმა“ დღეს რუსეთის ნაკრები დაამარცხეს. 16:7 – ასეთი შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, მეორე ტაიმში კი ქართველმა მორაგბეებმა ტრადიციული თამაში აჩვენეს, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 24-ე დაპირისპირება იყო. “ბორჯღალოსნებმა” 22 შეხვედრა მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთი კი 1993 წელს რუსეთის ნაკრებმა მოიგო.
საქართველომ მძიმე ბრძოლაში რუსეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა [ფოტო/ვიდეო]