რაგბი ევროპა იწყება

რაგბი ევროპა იწყება. 2019 წლის რაგბი ევროპის საშინაო მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მე-17-ე გათამაშებაში 9 თებერვლიდან ჩაერთვებიან.

მილტონ ჰეიგის გუნდი პირველ შეხვედრას კლუჟში (თბილისის დროით 16:00 საათზე), მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.

2019 წელს საქართველო რუმინეთის გარდა კიდევ ორ გასვლით შეხვედრას გამართავს – 2 მარტს ბრიუსელში ბელგიასთან (თბილისის დროით 18:00 საათზე) და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან (16:00 საათი).

რაც შეეხება საშინაო მატჩებს, საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს (18:00) ავჭალაში ესპანეთს დაუპირისპირდა, 10 მარტს (16:00) კი ქუთაისში „აია არენაზე“ გერმანიას ეთამაშება.