რაფიელ ერისთავის მუზეუმი რეაბილიტაციის მოლოდინში

21:45, 08.02.2026

გადაურჩება თუ არა რაფიელ ერისთავის მუზეუმი დანგრევას, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დაიწყება ერისთავების საგვარეულო სახლის რეაბილიტაცია. პირობების არარსებობის გამო ექსპონატები ზიანდება, სათანადო გარემო სჭირდება ფონდში დაცულ 6 000-ზე მეტ სხვადასხვა სახის სამეცნიერო მასალას. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმა აქვთ, თუმცა მის განსახორციელებლად დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.

მსგავსი