რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში - პოლიტიკოსების შეფასებები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები თბილისში. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში არსებული მდგომარეობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით შეაფასა და დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია და სახელმწიფო დეპარტამენტმა ზუსტად აღწერა ის ვითარება, რაც საქართველოშია. უმრავლესობა კი ამ პოზიციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დოკუმენტი ძირითადად პოზიტიურ შეფასებებს შეიცავს.

გურამ როგავა უფრო დეტალურად გვეტყვის, რა წერია ანგარიშში და რა შეფასებები აქვთ პოლიტიკოსებს.