რა შედეგით დასრულდა უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა

თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრა, უმრავლესობასა და მათ ოპონენტებს შორის დასრულდა შეთანხმებით, რომ მორიგი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართება.

ოპოზიცია ამბობს, რომ უმრავლესობამ საარჩევნო სისტემაში პრობლემა აღიარა, თუმცა კონკრეტულ გამოსავალზე შეჯერება მხარეებმა  ვერც ამჯერად შეძლეს.

საუბარი ძირითადად მრავალმანდატიან ოლქებს შეეხებოდა. ამ კომპონენტთან დაკავშირებით შეთავაზება, შეხვედრის მონაწილეებმა უცხოელი პარტნიორებისაგან მიიღეს.

რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დღევანდელ შეკრებას.