რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. სახალხო დამცველმა გამოსვლისას ძირითადი აქცენტი არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობაზე გააკეთა.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.