რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ანგელა მერკელი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მეათე წლისთავი იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ანგელა მერკელი თბილისში ვიზიტისას ისაუბრებს.

გერმანიის კანცლერს საქართველოში ხვალ ელოდებიან.

უკვე წინასწარ არის ცნობილი, რომ მერკელი დაგეგმილ შეხვედრებზე კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერასა და უვიზო მიმოსვლაზე გაამახვილებს ყურადღებას.